in

ზურიკო სამ იტალიურ გუნდს უნდა

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ველოდებით, რომ ბევრი ჩვენიანი უკეთესი კლუბში აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ზურიკო დავითაშვილმა საკმარისად ვერ ითამაშა, მაგრამ ჩეხეთთან ძირითადში იყო, აქტიურობდა და თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ ბევრს დაანახა.

გუშინ უკვე ვწერდით, რომ ზურიკოს მიმართ ინტერესი ტრადიციულმა ფრანგულმა კლუბმა „სენტ ეტიენმა“ გამოთქვა, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნდა. ახლა კი იტალიური პრესა წერს, რომ სერია ა-ში შესაძლოა კიდევ ერთი „კვარაცხელია“ გამოჩნდეს. დავითაშვილის სახელს უკავშირებენ სამ იტალიურ გუნდს. ესენი გახლავთ „ვენეცია”, “კომო” და “ჯენოა”.

ზურიკო ლიგა 1-ში გადასულ გუნდს უნდა

ფეხბურთელის წარმომადგენლები იტალიაში ჩასვლას გეგმავენ და მოლაპარაკებებს გამართავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მადლობა ყველას, სწორედ ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი – საქართველოს ნაკრების განცხადება

ხვიჩა ისევ ვერონაში დაიწყებს, კარგად აქვს დაცდილი