in

ჩვენც გვინდა აქ ვიყოთ: 2030 წლის მუნდიალის ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე იქნება

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალს „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.

ფიფამ უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არ გაჟღერებულა.
ფინალის თავისთან ჩატარება სურს მაროკოს ფეხბურთის ფედერაციასავ. მაგრამ „რეალს“ ფიფასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი.

შეგახსენებთ 2030 წლის მუნდიალს სამი ქვეყანა უმასპინძლებს – ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო. ამასთან, პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის 100 წლისთავთან დაკავშირებით ტურნირის პირველი სამი მატჩი ურუგვაიში, პარაგვაისა და არგენტინაში გაიმართება.

ქვეყნებმა მასპინძელი ქალაქებისა და სტადიონების სია 31 ივლისამდე უნდა წარადგინონ. ესპანეთის წინასწარ სიაში 12-13 ვარიანტია.

იმედია, ამ მუნდიალზე საქართველოს ნაკრებიც იქნება და პირენეებზე საოცარ ცეცხლს ჩვენც დავანთებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთი ყველაზე ძლიერია, ინგლისი ბოლოა

რონალდო ყველაფერშია გენიაა: ნახეთ როგორ უცემდა გული კრიშტიანოს პენალტების სერიაში – ინფოგრაფიკა