ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ ველოდებით, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში გადავლენ. უკვე საუბრობენ რამდენიმე მათგანის შესაძლო ტრანსფერზე, მიქაუტაძე რომ უკეთეს გუნდში გადავა, ეს თითქმის გადაწყვეტილია. ახლა კი კიდევ ერთ ჩვენებურ „ფრანგზე“ გავრცელდა ინფორმაცია. ლიგა 2-ის „ბორდოს“ ქართველი ზურიკო დავითაშვილი შეიძლება საფრანგეთში დარჩეს, ოღონდ ლიგა 1-ში ითამაშოს – ჩვენიანის მიმართ ინტერესს გამოხატავს „სენტ ეტიენი“.
მოგეხსენებათ, ეს ის გუნდია, რომელმაც მიქაუტაძის „მეცს“ აჯობა ლიგა 1-ში გადასვლის პლეი-ოფში.
„სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის ტრანსფერზე უკვე მეორე წინადადებით მიმართა „ბორდოს“. სავარაუდო თანხად 5-6 მილიონი ევრო სახელდება.
დავითაშვილს „ბორდოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
GIPHY App Key not set. Please check settings