„კრაკოვიას“ მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ევრო 2024-ზე თავი გამოიჩინა და მისით ინგლისური და გერმანული კლუბები დაინტერესდნენ, – ინფორმაციას პოლონური გამოცემა SportoweFakty ავრცელებს.
„კრაკოვიას“ მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ევრო 2024-ზე თავი კარგად წარმოაჩინა. ესპანეთთან მატჩში მისი საგოლე პასით ანგარიში 1:0 გახდა. SportoweFakty-ს ცნობით, კლუბებმა უკვე დააფიქსირეს ქართველის ტრანსფერით დაინტერესება.
„ევრო 2024-ის ფინალის დაწყებამდე „კრაკოვიამ“ ოთარ კაკაბაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ქართველი გუნდში 2021 წლის ივლისში „ტენერიფედან“ გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამან ორივე მხარეს ევრო 2024-მდე კომფორტული გარემო შეუქმნა.
საქართველომ თამამი თამაშით ბევრი გულშემატკივრის გული დაიპყრო, კაკაბაძე კი ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მან მონაწილეობა მიიღო არა მხოლოდ პორტუგალიასთან გამარჯვებაში, არამედ ესპანეთთან მატჩში სწორედ მისი გადაცემის შემდეგ დაუშვა ესპანელმა მცველმა შეცდომა და ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.
კაკაბაძემ ოთხივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და როგორც გვესმის, მან შთაბეჭდილება მოახდინა არამხოლოდ ვილი სანიოლის გუნდის გულშემატკივრებზე. კაკაბაძით სამი კლუბი უკვე დაინტერესდა – ორი ინგლისის ჩემპიონშიფიდან და ერთი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან.
ბევრი ნიშანია იმისა, რომ მოლაპარაკებები ვითარდება და უახლოეს დღეებში ან კვირებში „კრაკოვიამ“, შესაძლოა, მიიღოს კონკრეტული წინადადება საქართველოს ნაკრების მცველზე, რომელმაც ეროვნულ გუნდში უკვე 65 მატჩი ჩაატარა“, – ამტკიცებს WP SportoweFakty-ს ჟურნალისტი პიოტრ კოზმინსკი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings