in

ფროზინონემ გიორგი კვერნაძე გამოისყიდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე “ფროზინონეში” რჩება და მომავალ სეზონში ამ გუნდთან ერთად ეცდება იტალიურ საფეხბურთო ელიტაში დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ “ფროზინონემ” უძლიერესთა რიგები სულ ახლახან, გაზაფხულზე გადატოვა.

კვერნაძის თაობაზე ილაპარაკა “ფროზინონეს” დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ. მისი თქმით, კლუბმა უკვე გამოისყიდა ქართველი ფეხბურთელი.

“გიორგი კვერნაძე გამოვისყიდეთ. ჩვენ შევინარჩუნეთ ფეხბურთელი, ვინც გასულ სეზონში თამაშობდა ჩვენთან და მომავალ სეზონშიც გუნდში იქნება”, – განაცხადა იტალიური კლუბის მაღალჩინოსანმა.

აღსანიშნავია, რომ სერია B-ში “ფროზინონეს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გუნდს 58 წლის ვინჩენცო ვივარინი უხელმძღვანელებს. ეს სპეციალისტი გასულ სეზონში “კატანძაროში” მუშაობდა. პრესკონფერენციაზე მან კვერნაძის თაობაზეც ილაპარაკა:

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული სათამაშო გეგმა. ვფიქრობ, ყველას დავანახებთ, რომ შეგვიძლია რეალობაში მისი გადატანა, ოღონდ, ეს იოლი გასაკეთებელი ნამდვილად არ იქნება. ყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით. გვყვანან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან, მიიღონ და რეალობად აქციონ ეს გეგმა, რადგან ასეთ თამაშს “ფროზინონე” წინა სეზონშიც აჩვენებდა გულშემატკივარს.

შარშან გუნდი სხვა დონის ჩემპიონატში ასპარეზობდა, ახლა კი ჩვენი მიზანია, ვიყოთ უფრო აგრესიულები და დომინანტები. ჩვენ არ გვაქვს რაიმე დაჟინებული სქემა და ვიმოქმედებთ მინდორზე არსებული ვითარების მიხედვით. ჩვენი ძებნის ობიექტს წარმოადგენენ ტექნიკური მოთამაშეები.

ამ მხრივ, ჩემთვის მნიშვნელოვან დადებით მხარეებს ფლობს ჯუზეპე კაზო. სატრანსფერო პერიოდში ჩვენთვის მთავარი იქნება ხარისხი და ფიზიკური მომზადების დონე. ამ თვისებებს გიორგი კვერნაძეც ატარებს. წინ დიდი სამუშაოა, თუმცა ოპტიმიზმით სავსენი ვართ”, – თქვა “ფროზინონეს” ახალმა დამრიგებელმა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დუბლებით გავიდნენ… ტიტები და ჩვენი ჯგუფელი 1/4 ფინალში არიან

მონაკოს მიქაუტაძეს კიდევ ერთი გუნდი ეცილება