საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა, ესპანეთთან 1:4 წააგო. მიუხედავად ანგარიშისა, ყველაზე მაღალი შეფასება მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიიღო, რომლის კარისკენ მეტოქემ სარეკორდოდ, 35-ჯერ დაარტყა.
ანალიტიკური კომპანია Opta-ს მონაცმეებით, ჩვენმა მეკარემ ევრო 2024-ზე ჯამში 30 დარტყმა მოიგერია და ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.
მამარდას ცოტა დაკლდა რეკორდამდე: ევრო 2008-ზე რუსეთის მეკარე იგორ აკინფეევმა 32 მოგერიება შეასრულა. რაც 1980 წლის შემდეგ, როდესაც სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყეს, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
GIPHY App Key not set. Please check settings