საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაასრულა: 1.8 ფინალში ძალიან ძლიერ ესპანეთთნ – 1:4. თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის კაპიტანმა.
გურამ კაშია:
„საამაყოა, როგორ წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყანა ასეთი დონის ტურნირზე. ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოვხვდით და ეს საოცარი თავგადასავალი იყო.
რაც შეეხება მატჩს, პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეორე ნახევარში, რაც კიტეიშვილი დაგვაკლდა, თამაში შეიცვალა, მერე გოლებიც გავუშვით. თუმცა გახარებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინეთ.
თავები მაღლა“.
GIPHY App Key not set. Please check settings