საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ესპანეთთან წაგებით დაემშვიდობა (1:4). მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშე გიორგი ქოჩორაშვილმა:
„აქამდე დიდი თავდადებითა და ნიჭით მოვედით.
პირველ ტაიმში ვეცადეთ ჩვენი ფეხბურთი გვეჩვენებინა: დაცვიდან და წინ სწრაფად გადასვლა. მაგრამ ცუდი რამ მოხდა, როდესაც კიტეიშვილი დაიმტვრა და თითქოს ყველაფერი შეიცვალა.
მეორე ტაიმშიც იგივეს შევეცადეთ, მაგრამ ესპანეთს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.
უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება. სხვა რა დაგვრჩენია, პატარები გვიყურებენ.
ნაკრებში ჩემი ოჯახია, სადაც შემიძლია ვიხუმრო, ვითამაშო. ამიტომ, შემდეგ შეკრებას დიდი მოლოდინით დაველოდები, რათა კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდეთ და საქართველოს მეტი წარმატება მოვუტანოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings