in ,

საუკეთესო კვარაცხელია – ქართველ ფეხბურთელთა შეფასებები ბულგარეთთან მატჩში

უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გადავსებულ “დინამო არენაზე” ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ამჯერად უგოლო ფრეს 0:0 დასჯერდა.

მიუხედავად დაკარგული ქულებისა ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს და ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს.

მატჩის დასრულების შემდეგ Sofascore-მა ფეხბურთელთა თამაში 10 ქულიანი სისტემით შეაფასა. საქართველოს ნაკრებისგან ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა (8.2), ყველაზე დაბალი შეფასება კი, გიორგი მიქაუტაძემ (6.0) მიიღო.

საქართველოს ნაკრების შეფასებები დღევანდელ შეხვედრაში

გიორგი ლორია 7.1; საბა ლობჟანიძე 6.6, დავით ხოჭოლავა 7.2, გურამ კაშია 7.4, ლაშა დვალი 7.5, ირაკლი აზაროვი 6.8, ანზორ მექვაბიშვილი 7.6, ნიკა კვეკვესკირი 6.8, ხვიჩა კვარაცხელია 8.2, ვაკო ყაზაიშვილი 6.8, გიორგი მიქაუტაძე 6.0

რაც შეეხება whoscored.com-ის შეფასებას. საუკეთესო აქაც კვარაცხელია, ყველაზე ცუდი მიქაუტაძე იყო.

გიორგი ლორია 6.52, საბა ლობჟანიძე 6.63, გურამ კაშია 6.91, ლაშა დვალი 7.26, დავით ხოჭოლავა 7.01, ირაკლი აზაროვი 6.56, ხვიჩა კვარაცხელია 8.54, ნიკა კვეკვესკირი 6.52, ანზორ მექვაბიშვილი 7.15, ვაკო ყაზაიშვილი 6.62, გიორგი მიქაუტაძე 5.98, ზურიკო დავითაშვილი 6.16, ოთარ კიტეიშვილი 6.00, ბუდუ ზივზივაძე 6.32, გიორგი წიტაიშვილი 7.01.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არ ელოდა: დღევანდელი იმედგაცრუება კარგიცაა, ანუ მეტის ამბიცია გვაქვს – მატჩისშემდგომი კომენტარები

10 ქულა 10 დღეში, ერთპიროვნული ლიდერობა და რიგები სალაროებში: კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება რწმენით აღსავსე ქართულ ფეხბურთში