საქართველოს ნაკრებს დღეს კიდევ ერთი ისტორიული მატჩი აქვს: ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ვთამაშობთ. პირველად. მართალია მეტოქე ამ ტურნირის ფავორიტი და ერთ-ერთი აშკარად საუკეთესო და გამორჩეული გუნდია, მაგრამ ჩვენებსაც აქვთ კოზირი: ერთიანობა, საკუთარი ძალების რწმენა, „დასაკარგი არაფერია“-ს გამო ნაკლები წნეხი, წინა სამი მატჩი გამოცდილება, ხასიათი, განწყობა და ა.შ.
და მაინც: ესპანეთი გამოკვეთილი ფავორიტია და ამას ამბობენ ბუქმეკერებიც. ძალიან საგრძნობია კოეფიციენტებში სხვაობა.
ესპანეთის მოგებაზე სულ რაღაც 1.2-ია (საშუალოდ), ჩვენების გამარჯვება 17.0-ად ფასობს, ფრეზე დაახლოებით 6.5-7.0-ია. 9.0-ზე მეტია კოეფიციენტი საქართველოს მომდევნო ეტაპზე გასვლაზე.
Opta-ს გამოთვლით, ესპანეთის გამარჯვების შანსი 75%-ია.
მარტო ფსონები ხომ არ არის.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩს იგებს და შესაბამისად აუცილებლად გააქვს გოლი. ამასთან, ამ სამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ბოლო 5 შეხვედრაში კი 15 გოლი აქვს გატანილი და გაშვებული მხოლოდ 1.
სამაგიეროდ, ბოლო სამ მატჩში (ევროპის ჩემპიონატზე) გოლი ჩვენც გაგვაქვს. ბოლო 5 მატჩში ჩვენს ანგარიშზე 7 გატანილი გოლია და 5 გაშვებული.
ფაქტები
საქართველო არ აგებს ბოლო 7 მატჩიდან 5-ში.
ესპანეთი ბოლო მატჩია იგებს.
ესპანეთმა მოიგო ბოლო 4 ურთიერთშეხვედრა.
ბოლო 5 მატჩში საქართველო საშუალოდ 1 გოლს უშვებს.
ბოლო 5 მატჩში საქართველო საშუალოდ 1.4 გოლს იტანს.
საქართველო ბოლო 4 მატჩია გოლს იტანს.
ბოლო 5 მატჩში ესპანეთი საშუალოდ 0.2 გოლს უშვებს.
ბოლო 5 მატჩში ესპანეთი საშუალოდ 3 გოლს იტანს.
ესპანეთი გოლს არ უშვებს ბოლო 3 მატჩია.
ესპანეთი გოლს იტანს ბოლო 6 მატჩია.
ესპანეთი ბოლო 4 მატჩია ურთიერთშეხვედრებში საქართველოს გოლს უტანს.
Opta-ის ანალიზით, გიორგი მამარდაშვილმა ემ ევროზე ბოლო 17-დან 16 დარტყმა მოიგერია:
ესპანეთს ჩვენთან ურთიერთშეხვედრების დიდი უპირატესობაც აქვს. დიდი რა, რამდენი ოფიციალური თამაში ვითამაშეთ, იმდენი მოგვიგეს.
11 სექტემბერი, 2012. მუნდიალი-2014-ის შესარჩევი მატჩი. თბილისი.
საქართველო – ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 რობერტო სოლდადო (86)
საქართველო: გიორგი ლორია (როინ კვასხვაძე 72), უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა (კაპ), ბუბა დაუშვილი, დავით თარგამაძე (ნიკა ძალამიძე 64), თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე (ირაკლი სირბილაძე 80)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
15 ოქტომბერი, 2013. მუნდიალი 2014-ის შესარჩევი მატჩი. ალბასეტე.
ესპანეთი – საქართველო 2:0
გოლები: 1:0 ალვარო ნეგრედო (26), 2:0 ხუან მატა (61)
საქართველო: გიორგი ლორია, დავით კვირკველია, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია (კაპ), გიორგი ხიდეშელი, უჩა ლობჟანიძე, სანდრო კობახიძე, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი (ავთანდილ ებრალიძე 70), ელგუჯა გრიგალაშვილი (ლევან ხმალაძე 75), ნიკა გელაშვილი (ირაკლი მოდებაძე 87)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
7 ივნისი, 2016. ამხანაგური მატჩი. ხეტაფე
ესპანეთი – საქართველო 0:1
გოლი: 1:0 თორნიკე ოქრიაშვილი (40)
საქართველო: ნუკრი რევიშვილი (როინ კვასხვაძე 55), ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპ), გიორგი ნავალოვსკი (სანდრო კობახიძე 84), გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი აბურჯანია (ზურაბ ცისკარიძე 78), ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი (გიორგი ჭანტურია 72), ვაკო ყაზაიშვილი (გიორგი ქვილითაია 72)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
28 მარტი, 2021. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი
საქართველო – ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (44. კიტეიშვილის პასით), 1:1 ფერან ტორესი (56. ჟორდი ალბას პასით). 2:1 დანი ოლიმო (90. ჟორდი ალბას პასით).
საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე (79. გრიგოლ ჩაბრაძე), გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, ვალერიან გვილია, ჯაბა კანკავა (კაპ), საბა ლობჟანძე (70. ლევან შენგელია), ოთარ კიტეიშვილი (70. გიორგი ბერიძე), ხვიჩა კვარაცხელია (79. ნიკა კვეკვესკირი), ბუდუ ზივზივაძე (62. გიორგი ქვილითაია).
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
5 სექტემბერი, 2021. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. ბადახოსი.
ესპანეთი – საქართველო 4:0
გოლები: 1:0 ხოსე ლუის გაია (14), 2:0 კარლოს სოლერი (25. მარკოს ლორენტეს პასით), 3:0 ფერან ტორესი (41. მარკოს ლორენტეს პასით), 4:0 პაბლო სარაბია (63. პაბლო ფორნალსის პასით)
საქართველო: გიორგი ლორია, გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, გურამ გიორბელიძე (76. ოთარ კაკაბაძე) – ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი აბურჯანია (69. სანდრო ალთუნაშვილი) – ირაკლი აზაროვი (57. ვალერი ყაზაიშვილი), გიორგი ზარია (57. გიორგი მიქაუტაძე), ვლადიმერ მამუჩაშვილი – ზურიკო დავითაშვილი (69. გიორგი ჩაკვეტაძე).
მწვრთნელი:
8 სექტემბერი, 2023. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი.
საქართველო – ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22. ასენსიო პასით), 0:2 კვირკველია (27-საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40. ფაბიან რუისის პასით), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66. მერინოს პასით), 1:6 ნ. უილიამსი (68. გაიას პასით), 1:7 იამალი (74. ნ. უილიამსის პასით)
საქართველო: მამარდაშვილი – გოჩოლეიშვილი (77. საზონოვი), კაშია, კვირკველია, აზაროვი (60. დვალი) – აბურჯანია (46. ჩაკვეტაძე), გაგნიძე (46. მექვაბიშვილი), კიტეიშვილი, ლობჟანიძე (46. დავითაშვილი) – კვარაცხელია, მიქაუტაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
19 ნოემბერი, 2023. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. ვალიადოლიდი.
ესპანეთი – საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4. ფერან ტორესის პასით), 1:1 კვარაცხელია (10. ჩაკვეტაძის პასით), 2:1 ფერან ტორესი (55. გაიას პასით), 3:1 ლოჩოშვილი (72-საკ. კარში)
საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე (89. მამუჩაშვილი), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი (77. გოჩოლეიშვილი) – ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (60. მექვაბიშვილი), ჩაკვეტაძე (89. ალთუნაშვილი) – კვარაცხელია, მიქაუტაძე (60. დავითაშვილი)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
GIPHY App Key not set. Please check settings