საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა.
29 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. სამატჩო განაცხადში 25 ფეხბურთელი იქნება. ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილი გამოტოვებს.
ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ვარჯიშამდე კომენტარი ჩვენი გუნდის მცველმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
“გუნდში ძალიან პოზიტიური გარემოა. დიდი მონდომებით და შემართებით ვემზადებით. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სახით რთული მეტოქე გვყავს, ვეცდებით, რომ ჩვენთვის არ დამთავრდეს ევროპის ჩემპიონატი და ეს ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ გავიხანგრძლივოთ”.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings