in

უშეცდომოდ დაცვაში და შანსით შეტევაში: მამარდაშვილმა მეტოქე შეისწავლა

საქართველოს ნაკრები ხვალ საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ესპანეთის ძალიან ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება. დღეს, ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი დაესწრო.

გიორგი მამარდაშვილი:

“რთული მატჩი იქნება, სოლიდური მეტოქე გვყავს, ვფიქრობ გახსნილ და შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, დაცვაში უშეცდომოდ და სრული კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ და შეტევაში ჩვენს შანსებს დაველოდოთ.

ვთქვი, რომ კვარაცხელია ყველა ესპანელზე უკეთესია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, მაგრამ როგორც რიგითი ქართველი, მე ხვიჩას გულშემატკივარი ვარ. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

პენალტებს რაც შეეხება, არამარტო ხვალ, ზოგადად, მეტოქის ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს და ვიცი, ვინ როგორ და სად ურტყამს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროს მოგების ყველაზე მეტი შანსი ესპანეთს აქვს, ყველაზე ნაკლები – საქართველოს

საქართველომ ეგვიპტეს 32 ქულით მოუგო