საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება.
გუშინ ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.
ოთარ კიტეიშვილი:
“პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის გუნდია. წარმოუდგენლად ითვლებოდა მათი დამარცხებით ჯგუფიდან გასვლა, თუმცა შევძელით. ეს თავდაჯერება და ემოციური ფონი უნდა გაგვყვეს ესპანეთთან თამაშისთვის.
ესპანეთი ნაკრები ყოველთვის გამორჩეული გუნდია განსხვავებული სათამაშო სტილით. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები.
თითოეული მატჩი ამ ტურნირზე ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება და საკუთარი თავის შემოწმება, თუ სად შეიძლება ვიყოთ და რაზე შეიძლება ვიფიქროთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings