in

დე ლაურენტისი კვარაცხელიას ჩაადგა და ორი საათი ელაპარაკა

იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს “ჯვაროსნების” ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა “ნაპოლიში”, იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა და პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

“რეპუბლიკის” ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც “კვარას” გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.

ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: “წარმოგიდგენიათ, “ნაპოლის” ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა”.

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან და მის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესახვედრად გაფრინდნენ.

მიზანი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებაა და მას წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუმცა პსჟ მზადაა, ხვიჩას გაცილებით მეტი გადაუხადოს.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დიუსელდორფში შედგა, ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, ეს მოლაპარაკებების მხოლოდ პირველი რაუნდი იყო, თუმცა ქართველმა “ნაპოლის”
მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ფიფას აგენტმა გაბრიელე ჩიონომ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველის წასვლის შანსი არსებობს, რამეთუ დიდი ევროპული კლუბი იწვევს და მისი შეცვლა ფედერიკო კიეზას შეუძლია.

“ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად მოითხოვს “კვარას” დატოვებას.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ეს 10 დღე… საქართველო იქნება მთავარი აღმოჩენა

მამარდას კარგი დღე არ უნდა ჰქონდეს, კვარა მთავარი საფრთხეა: მოგვიგია, მაგრამ ეს სხვაა – ესპანელები ჩვენზე