in

უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში: ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ – რას წერენ საქართველოზე

საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებას პორტუგალიასთან და პლეი-ოფში გასვლას ცნობილი უცხოური გამოცემების გამოეხმაურნენ.

„გარდიანი“:
„ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რონალდომ გოლი ვერ გაიტანა დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“.

„ნიუ-იორკ თაიმსი“:
„ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დიდი შოკი. საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, რითაც სადებიუტო ტურნირის პლეი-ოფში ადგილი მოუპოვა.
საქართველოს ჯილდოა კვირას სპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული თამაში, შეხვდე გუნდს, რომელსაც 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ქართველები ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ“.

„სიენენი“:
„გელზენკირხენის სტადიონზე ისეთი ხმა იყო, რომ შესაძლოა ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“.

“ბიბისი სპორტი“:
“აუტსაიდერმა ისარგებლა თავისი შანსით. როდესაც გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა, საქართველოს შოკის მომგვრელი წარმატებისკენ გზა კიდევ უფრო გაუკვალა.
ფიფას რეიტინგის მიხედვით, საქართველომ ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სენსაცია მოახდინა და სადებიუტო დიდ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არავისზე ნაკლები არ ვართ: რა თქვა ხვიჩამ რონალდოსთან შეხვედრაზე

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ: ესპანეთი საქართველოს დიდი პატივისცემით ეკიდება