in

გვქონდა ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა: ვამაყობ ამ ბიჭებით

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფშია. შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ როდესაც გუნდი გამარჯვებას აღწევს, იქ მწვრთნელიც ყოველთვის გამარჯვებულია.

ვილი სანიოლი მატჩის შემდეგ:

„არ მახსოვს თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალოდ ვუთხარი, ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში.

ვერ ვიაზრებ, რაც გავაკეთეთ. ახლა ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია. ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

დასაკარგი არაფერი არ გვაქვს. გვქონდა ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით.
გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაჩერებას არ ვაპირებთ

საქართველომ ისტორია დაწერა: პორტუგალია ჩვენს გამარჯვებას დამსახურებულს უწოდებს