საქართველოს ნაკრებმა დაუჯერებლად ითამაშა და ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიას 2:0 დამარცხებით მომდევნო ეტაოზე გასვლა დაიმსახურა. ისტორიული წარმატების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ:
„ეს უდიდესი წარმატებაა, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვარ. ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო. ძალიან მიხარია ასეთი საქართველოს ხილვა.
გასვლით თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელების უდიდესი ოცნება იყო. უცხო ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც შინ. ასეთი გარემო ძალიან გვეხმარება, მადლობა გულშემატკივრებს“.
საქართველოს ნაკრები მერვედფინალში, 30 ივნისს, კიოლნში ესპანეთს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings