in

ხვალ მოსაგებად გავალთ… ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრები ხვალ, 26 ივნისს ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიას ეთამაშება და ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ალბათობით მხოლოდ მოგება დასჭირდება.
დღეს, მატჩის წინა ტრადიციულ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელთან ერთად დაესწრო ჩვენი გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია:

“რთული თამაში იქნება. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან მეტოქეს გარანტირებული აქვს პლეი-ოფში გასვლა. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო. ვეცდებით, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ.

რონალდოსთან შეხვედრის გამო არ ვღელავ. პირიქით, ვოცნებობდი, მის წინააღმდეგ მეთამაშა. ბედნიერი და მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, მის მაისურს მივიღებ.

პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ. ყველა ფეხბურთელი მზადაა მაქსიმუმი დადოს. ხვალ მოსაგებად გავალთ.

წინა თამაშებზე კი ვიტყვი, უფრო მეტს ვიმსახურებდით, შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქულა გვქონოდა. ჩეხეთთან თითქოს საქართველოში ვთამაშობდით.

ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა. შესაძლოა, ამას საერთო სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით.

სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. ძირითადად, ფლანგზე ვთამაშობ. ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი პორტუგალიასთან გამომივიდეს“.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: 200 ადამიანი მივიდა მესის სასტუმროსთან მისალოცად – ლეომ ხელი დაუქნია და ყველას ტორტის ნაჭერი დაურიგეს

ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჩემი გადასაწყვეტია: ვერ დავიჯერებდი, რომ გასვლის შანსი გვექნებოდა