სანდრო მამუკელაშვილს “სან ანტონიო სპურსთან” კონტრაქტი ამოეწურა და ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი კალათბურთელი. როგორც პრესაში წერენ, დიდი შანსია, რომ მამუ კვლავ ტექსასურ გუნდში დარჩეს და მომავალ სეზონში როლიც გაეზარდოს.
ამერიკული გამოცემა Athlon Sports აღნიშნავს, რომ “სან ანტონიო სპურსი” წინასასეზონო ეტაპისთვის ემზადება და თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე კალათბურთელების დამატებას განიხილავს. კლუბს მაღალი სახელფასო ჭერი აქვს და სახელოვანი მოთამაშეების დამატებაც შეუძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ყურადღება საკუთარ კალათბურთელებს უნდა მიაქციოს. ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდს დიდი გეგმები აქვს.
“სანამ სპურსი სხვა გუნდის მოთამაშეებს დაიმატებს, გუნდმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე საკუთარი კალათბურთელების შესახებ. შემადგენლობაში 15-დან 9 ადგილი უკვე შევსებულია, ორს კი, სავარაუდოდ, NBA-ს 2024 წლის დრაფტზე შეავსებენ, შესაბამისად, 4 ადგილი იქნება დარჩენილი და გულშემატკივართა ფავორიტი სანდრო მამუკელაშვილი პრიორიტეტი უნდა იყოს.
სან ანტონიოში მამუ ორი სეზონის განმავლობაში, 65 შეხვედრაში საშუალოდ 6.1 ქულას, 4.2 მოხსნასა და 1.5 პასს აგროვებდა და თამაშიდან 46.2 პროცენტით ისროდა, მაგრამ მას სათადარიგოთა სკამიდან შემოაქვს ენერგია და შეიძლება, როლიც გაუზარდონ. გასულ სეზონში მან ბოლო 8 შეხვედრაში, რომლებშიც 20 წუთზე მეტი ითამაშა, საშუალოდ 11.4 ქულა დააგროვა.
ისეთი მოთამაშე, რომელმაც იცის, რომ სათამაშო დრო გარანტირებული არ აქვს და შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე კვირები გაატაროს, პარკეტზე ყოფნის დროს 100%-ით იხარჯება და მან თავისი ბრწყინვალება დაგვანახა. მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ მას უყვარს სპურსი და ნათელია, ის ფანებსაც უყვართ. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია, სათადარიგო შემადგენლობის წევრი იყოს და ძვირიც არაა. ბორის დიაოსგან განსხვავებით, ველით, რომ მამუს მომავალ სეზონში უფრო დიდი როლი ექნება, მაგრამ მისი სათამაშო დრო უფრო ლიმიტირებული იქნება”, – წერს Athlon Sports.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings