in

როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ… მამარდა გულშემატკივრების გახარებას ეცდება

გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გამორჩეული მატჩი ითამაშა ჩეხეთთან და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. ჩვენმა მეკარემ უამრავი ბურთი მოიგერია, სიმბოლურში მოხვდა და ყველა კიდევ ერთხელ აალაპარაკა. თუმცა ახლა რჩება ურთულესი მესამე ტური.

გიორგი მამარდაშვილი:

„რთულ ჯგუფში ვართ და ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივირებულები ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. თუმცა, ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც არ გაჩერებულან. რომ არა გულშემატკივართა მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს

მამუ და სან ანტონიოს გეგმები