საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი თამაში აქვს ევრო 2024-ის ჯგუფში. თუმცა განვლილმა ორმა მატჩმა დაგვანახა, რომ ჩვენს გუნდს ტოლ-სწორად შეუძლია ბრძოლა დიდ ტურნირებზე და ფეხბურთელებმაც უდიდესი ემოცია და გამოცდილება მიიღეს. ამაზე საუბრობს ნაკრების გამორჩეული წევრი
ზურიკო დავითაშვილი:
„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის საოცნებოა და მათ შორის ჩემთვისაც. ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე გამოდიხარ შენი ქვეყნის სახელით და ჰიმნზე დგახარ. ერთ-ერთი გამორჩეული შეგრძნებაა საფეხბურთო კარიერაში.
სავსე ტრიბუნების წინ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე განსხვავებული გარემოა და ყველა დეტალი განსაკუთრებულია. გულშემატკივრების მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც მათი მხრიდან მოდის, ძალიან ბევრს გმატებს“.
GIPHY App Key not set. Please check settings