გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ლოთარ მათეუსის განცხადებით, გიორგი მამარდაშვილი მიუნხენურ გრანდს ძალიან გააძლიერებდა.
ქართველმა მეკარემ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ჩეხეთის წინააღმდეგ 11 სეივი შეასრულა და საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი მის შესახებ საუბრობს.
მათეუსი ჰამბურგში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრას დაესწრო. როგორც ის TRT-სთან ამბობს, მამარდაშვილი ნოიერს ღირსეულად შეცვლიდა.
„როგორც ვიცი, ქართველი მეკარით მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა. მისი ღირებულებაც 35 მილიონი იყო. არ მესმის, ეს ბიჭი რატომ არ იყიდეს იმის ფონზე, რომ მისი შეძენა სურდათ.
მამარდაშვილი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად თამაშობს და ტურნირის ნამდვილი სენსაციაა, ის ნოიერის ღირსეული მემკვიდრე იქნებოდა“, – აცხადებს ლოთარ მათეუსი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings