in

ბოლო წამების გოლები: უნგრეთი სასწაულად ძვრება, გერმანია წაგებას გადაურჩა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნითი ტური დაიწყო და A ჯგუფი ლიდერებმა ერთმანეთში ქულა გაიყვეს. უფრო მნიშვნელოვანი იყო აუტსაიდერების შეხვედრა, რომელიც ფრედ მთვარდებოდა, რაც არცერთ გუნდს არ აწყობდა, მაგრამ უნგრეთმა მსაჯის მიერ წამატებულ დროში, მე-100 წუთზე გაიტანა და დიდი შანსი დაიტოვა გასასვლელად. ახლა სხვა მატჩებს უნდა დაელოდოს.

A ჯგუფი

შვეიცარია – გერმანია 1:1
23 ივნისი. ფრანკფურტი. “ფრანკფურტ არენა”. 46 685 მაყურებელი
გოლები: 1:0 ნდოიე (28. ფროილერის პასით), 1:1 ფიულკრუგი (90+2. რაუმის პასით)

შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, ვიდმერი, ჯაკა, ფროილერი, ებიშერი7.1, ნდოიე (65. ამდუნი), რიდერი (65. ვარგასი), ემბოლო (65. დუა)
მწვრთნელი: მურატ იაკინი

გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რიუდიგერი, ტა6 (61. შლოტერბეკი), მიტელშტედტი (61. რაუმი), ანდრიხი (66. ბაიერი), კროოსი-7.9, მუსიალა (76. ფიულკრუგი), გიუნდოგანი, ვირტცი (76. სანე), ჰავერტცი
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გაფრთხილება: ნდოიე (25), ტა (38), ჯაკა (67), ვიდმერი (81)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: გრანიტ ჯაკა

გერმანიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელად 8 გოლი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე (მაშინაც ტურნირი გერმანიაში ტარდებოდა) გაიტანა კოსტა-რიკის (4:2), პოლონეთისა (1:0) და ეკვადორის (3:0) კარში.

მანუელ ნოიერმა მე-18 მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატებზე და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა მეკარეებს შორის. ევრო 2024-ზე მონაწილეობით მან გაუსწრო ჯანლუიჯი ბუფონს (17) და ედვინ ვან დერ სარს (16).

ნიკლას ფიულკრუგმა დიდი ტურნირებზე მე-4 გოლი გაიტანა შეცვლაზე შესულმა და ამ მაჩვენებლით გერმანელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენია.

23 წლისა და 242 დღის დან ნდოიე გახდა შვეიცარიის ნაკრების ყველა ახალგაზრდა მოთამაშე იოჰან ფონლანტენის შემდეგ (18 წლის და 141 დღის) შემდეგ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.

შოტლანდია – უნგრეთი 0:1
23 ივნისი. შტუტგარტი. “შტუტგარტ არენა”. 54 000 მაყურებელი
გოლი: 0:1 ჩობოტი (90+10. შალაის პასით)

შოტლანდია: განი, რალსტონი (83. მაკლინი), ჰენდრი, ჰენლი, მაკკენა, რობერტსონი (89. მორგანი), მაკგინი (76. არმსტრონგი), გილმორი (83. კრისტი), მაკგრეგორი, მაკტომინეი, ადამსი (76. შენკლენდი)
მწვრთნელი: სტივ კლარკი

უნგრეთი: გულაჩი, ბოტკა, ორბანი, დარდაი (74. სალაი), ბოლა (86. ჩობოტი), სტაილსი (61. ა. ნადი), შეფერი, კერკეზი (86. ზ. ნადი), შალაი, სობოსლაი, ვარგა (74. ადამი-6.8)
მწვრთნელი: მარკო როსი

გაფრთხილება: სტაილსი (18), ორბანი (26), შეფერი (43), ჩობოტი (90+11)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: როლანდ შალაი

შოტლანდიის ნაკრებმა 3 თამაშში მხოლოდ 17-ჯერ დაარტყა კარში, რაც 1980 წლის შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპები შემოიღეს, ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჩრდ. ირლანდიის ასევე 17 დარტყმასთან (ევრო 2016) ერთად.

შოტლანდიელებმა მატჩის პირველ ტაიმში 200-ზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულეს. ეს მათთვის დიდ ტურნირებზე საუკეთესო შედეგია 1982 წლის მუნდიალზე ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ (216).

ევრო 2024-ზე 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ ვერ დაარტყა. ორივე შემთხვევაში ეს გუნდი შოტლანდია იყო. სტივ კლარკის გუნდმა ჯერ გერმანიას ვერ დაურტყა, ახლა კი – უნგრეთს.

კევინ ჩობოტის მიერ 99:32 წუთზე გატანილი გოლი არის ყველაზე გვიანი, რაც კი ევროპის ჩემპიონატებზე ძირითად დროში გასულა.

შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველის, ჯონ მაკგინის წინააღმდეგ ევრო 2024-ზე ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ პორტუგალიისთვის მზადება დაიწყო

მამარდაშვილი ნოიერის ღირსეული მემკვიდრე იქნებოდა