საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პირველ ორ ტურში 1 ქულა მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. თუმცა საქმე ისაა, რომ ბოლო ტურში მართალია უმოტივაციო, მაგრამ უძლიერეს პორტუგალიას ვეთამაშებით და ამიტომ ჩვენი შანსები დიდად არ ფასობს.
ამასობაში კი ევროპის ჩემპიონატზე ორი ტური ყველა ჯგუფში მიილია და ანალიტიკურმა პლატფორმა Football Meets Data-მა გამოთვალა, პლეი ოფში (და შემდგომ ეტაპებზე) გასვლის თუ ვის რა შანსი აქვს.
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გაღწევის შანსი 8 პროცენტია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მერე და მერ თავისთავად შანსები კიდევ უფრო მცირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings