in

გილოცავთ და მადლობა ქართველებს: ჩეხეთს უხარია, რომ ბოლოს ვერ გავუტანეთ

საქართველოს-ჩეხეთის ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1), პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარუ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო წუთზე არგაშვებული გოლით ბედნიერია.

მოგება შეგვეძლო, მაგრამ ქულა ხომ ავიღეთ… სანიოლისთვის ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა და პორტუგალიისთვის ემზადება

ივან ჰაშეკი:

“ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ქულის აღებას. ვფიქრობ, გუნდებმა სანახაობრივი თამაში აჩვენეს, რომელიც გულშემატკივრებს მოსწონთ. სტადიონზეც შესანიშნავი ატმოსფერო იყო.

ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ასეთ გარემოში თამაში. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს. ამიტომაც არ გვინდა გავარდნა და შინ წასვლა. გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ ევროპის ჩემპიონატზე.

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში მეტოქერმ უპირატესობა მოიპოვა და გოლიც გაიტანა. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, 26-ჯერ დავარტყით, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ: მოხარული ვართ, რომ მოწინააღმდეგემ ბოლო წუთზე კონტრშეტევაზე შანსი ვერ გამოიყენა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანამ შანსი გვაქვს ბოლომდე ვიბრძოლებთ: რას ამბობს კვარაცხელია ლობჟანიძის მომენტზე

პორტუგალიამ უპრობლემოდ მოიგო და გავიდა: ჩვენთან ლეაო არ ეყოლება