იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბეციმ Sky Italia-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, “პარტენოპეიმ” და “იუვენტუსმა” კიეზასა და კვარაცხელიას გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გამართონ.
“კიეზა “იუვენტუსში” უკმაყოფილოა, კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გაცვლა ორივე მხარისთვის იდეალური იქნებოდა. კიეზას კარიერის გადატვირთვა ესაჭიროება”, – განაცხადა ბეციმ.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც იტალიური გამოცემები წერენ, “პარტენოპეის” ქართველთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.
–
Sports Zone-ს ცნობით, “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის მომავლის განხილვის მიზნით შეხვდა.
გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას წარმომადგენლებმა დე ლაურენტისს აცნობეს, რომ პსჟ ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუმცა, კლუბის მფლობელმა უპასუხა, რომ ეს იმ თანხის მხოლოდ ნახევარია, რა ფასადაც ხვიჩას გაასხვისებს.
ადრე “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” და “კვარას” დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი – 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.
დე ლაურენტისი თანახმაა,
10 მილიონად შეძენილ კვარაცხელიას 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლების პუნქტის შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings