in

როგორ აპირებს ჩეხეთი ჩვენთან თამაშს: საქართველო დაცვაშიც კარგია და კონტრშეტევაზეც…

საქართველოს ნაკრებს ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მატჩი აქვს. ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გველოდება გუნდთან, რომელმაც ჩვენსავით პირველი თამაში წააგო და ახლა უკან დასახევი გზა არცერთ გუნდს არ აქვს.

მატჩის წინა, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა ჩვენი მეტოქის, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა:

ივან ჰაშეკი:

„ტომაშ სოუჩეკმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც ძალიან მახარებს, თამაშისთვის მზადაა. ის ნამდვილი კაპიტანია.

ჩვენი სტაფის წევრები საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს დაესწრნენ. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. საქართველომ მაღალი კლასის თამაში აჩვენა, გუნდურად და ინდივიდუალურად. შანსები ჰქონდა, მათ შორის ბოლო წუთზეც.

მაღალი დონის მხოლოდ კვარაცხელია არაა. მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ნახევარშიც 11 გოლი შეაგდო. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედანს შესანიშნავად ხედავს.
გუნდიც მთლიანობაში კონტრშეტევაზე კარგად გადადის. მეტოქის შემტევებს სივრცეები არ უნდა გავუხსნათ.

საქართველო დაცვაშიც ძლიერია, ნახევარდაცვაში სივრცეებს არ ხსნის და შეტევა იოლი არ იქნება. მეტოქისგან ღია თამაშის მოლოდინში არ ვარ.

პორტუგალიასთან დაცვაში ვიდექით, ხვალ კი განსხვავებული თამაში იქნება და შემტევი ფეხბურთის ჩვენება გვინდა.
ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა უფრო შეიძლება. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რობერტო ბაჯო ესპანეთი-იტალიიის მატჩის დროს სასტიკად დააყაჩაღეს: პისტოლეტი ჩაარტყეს და ოჯახთან ერთად ჩაკეტეს

ფოტო: საქართველო ჰამბურგშია