საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ჩვენი გუნდის მიმართ პატივისცემა გაიზარდა უცხოელ გულშემატკივარსა და მედიაშიც.
აი რას წერენ მსოფლიოს ცნობილი გამოცემები საქართველოზე:
ნიუ-იორკ თაიმსი: „თურქეთისა და საქართველოს მატჩმა ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა“
გარდიანი: „ეს ის გრძნობებია, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია გაგრძნობინოს. აი სპორტი! არაფერია ამის მსგავსი.“
როიტერი: „საქართველომ სადებიუტო მატჩი წააგო, თუმცა გულშემატკივრების გული მოიგო“
Bleacher Report: „ბოდიში მოგვითხოვია. თქვენი თამაშის შესახებ არაფერი ვიცოდით“.
The Independent: „გაპატიებთ, თუ თურქეთისა და საქართველოს მატჩი წინასწარ ყველაზე ნაკლებსანახაობრივ მატჩად შერაცხეთ. ბოლო-ბოლო, ამ გუნდების რეიტინგი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. თანაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არანაირი გამოცდილება ჰქონია. თუმცა თამაში? ეს რაღაც ფეხბურთს მიღმა იყო.“
DailyMail: „რამდენად წარმოუდგენელი იყო ეს მატჩი. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა ორ გუნდს შორის. სწორედ ამიტომ არის ეს ტურნირი ასეთი განსაკუთრებული, ის ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”.
GIPHY App Key not set. Please check settings