“ვირტუს ბოლონიას” ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას დამატებით მადრიდის “რეალი” და ევროლიგის მოქმედი გამარჯვებული “პანათინაიკოსი” ინტერესდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა DS Basquet-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შენგელიას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. “ვირტუსი” კალათბურთელის შენარჩუნებას ეცდება, თუმცა იტალიურ კლუბს თორნიკესთვის წელიწადში ორი მილიონის გადახდა მოუწევს.
გამოცემის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ შენგელია და “ვირტუსი” ვერ შეთანხმდებიან, “რეალი” და “პანათინაიკოსი” ქართველთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
შეგახსენებთ, შენგელია ევროლიგის გასულ სეზონში საშუალოდ 14.5 ქულას, 5.0 მოხსნას, 3.3 შედეგიან პასს, 1.0 ჩაჭრასა და 0.2 დაფარებას აგროვებდა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings