2024 წლის 15 ივნისი – თითქოს, ერთი არაფრით გამორჩეული დღე გათენდა. დღე, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. არა მარტო მე, ალბათ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი. ევროპისკენ მიმავალ გზაზე არაერთი ქართველი იყო ქუთაისის საერთაშირისო აეროპორტში. ზოგი დიდხანს ელოდა ამ დღეს, ზოგიც ახლახანს მოიწამლა ამ საოცარი სპორტით. თითოულის თვალებში ჩანდა იმედი, ეროვნული სიამაყე და ერთიანობა, რაც,დიახ, ქართველებს ხშირად გვაკლია.
დორტმუნდში ჩავედით თუ არა, თავი საქართველოში გვეგონა. ამდენი ქართველი ერთად, აღმაშენებლის გამზირზწც არ მინახია. იყო ქართული სიმღერები, ტრადიციული შეძახილი, ქართული ჭამა-სმაც. მატჩის დღეს, კი რაც ხდებოდა, მხოლოდ ამისთვის ღირდა ის 30 წლიანი ლოდინი, რომ აქ ვყოფილიყაცით. 20 000 -მდე გულანთებული ქართველის მსვლელობა და ქართული სიმღერით “დაპყრობილი” დორტმუნდის ქუჩები. დორტმუნდში ისეთი ქომაგობა იციან, ამით ნაღდად ვერ გავარკვივებთ, მაგრამ ეს ყოველივე ჩვენთვის რაღაც ახლის დასაწყისი იყო – თამაშზე ბევრს არ დავწერ, ყველამ ნახა რა და როგორ იყო.
მხოლოდ ერთს ვიტყვი, ეს იყო საამაყო დებიუტი და მხოლოდ ამ ემოციებისთვის ღირდა ჩვენი აქ ყოფნა და იმ გულთბილი კომენტარებისთვის, რომლებსაც ევროპელები ჩვენს მიმართ გამოთქვამენ.
ზღაპრის ბოლო კეთილია და ეს ზღაპარი აუცილებლად გაგრძელდება – ქართულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყო!
ტატო ნიკურაძე
დორტმუნდიდან
GIPHY App Key not set. Please check settings