საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში 1:3 დამარცხდა თურქეთთან, თუმცა ჩვენი გუნდის თამაშმა გულშემატკივარს სიამაყის გრძნობაც დაუტოვა და მეორეს მხრივ იმედგაცრუებაც, რადგან ნამდვილად შეიძლებოდა დადებითი შედეგის მიღწევა.
შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი თამაშით: ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან ლამაზი მომენტის შემადგენელი ნაწილი ვარ
თამაშის შემდეგ მცირე კომენტარები გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმა:
ლუკა ლოჩოშვილი:
“მწვრთნელის დავალება იყო შეტევაში ჩართვა და მაღალ ბურთებზე აქტიურობა. რა თქმა უნდა, არ არის ჩემი პოზიცია, თუმცა როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
ქვეყნისთვის ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები”.
გიორგი ქოჩორაშვილი:
“პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზე. შევეცადეთ, რომ მიგვეძღვნა ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ჩაგვედო მაქსიმუმი. მომენტები, რომელიც გვქონდა, გუნდური მუშაობის შედეგია. შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ძალები და მეორე შეხვედრაში გამოვიყენოთ ჩვენი მომენტები.
ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივარი ყოველ წამს ჩვენთან ერთად იყო. მადლობა ყველას, მადლობას მათ, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და სახლიდან გვგულშემატკივრობდა”.
ლაშა დვალი:
“საწყისი 20 წუთის განმავლობაში გაგვიჭირდა, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა რეალიზება ვერ შევძელით. ამან იქონია გავლენა შედეგზე. მიუხედავად ანგარიშისა, ყველამ იხილა, რომ არაფერი დავაკელით. თუმცა, მომენტებს გამოყენება უნდა.მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავდა სტადიონზე, ქართველი ქომაგების ენერგია იგრძნობოდა”.
GIPHY App Key not set. Please check settings