in

რაო თურქებმა: საქართველოს დიდ პატივს ვცემთ და სერიოზული მატჩისთვის ვემზადებით

საქართველოს ნაკრები დღეს ევროპულ ისტორიაში შევა: ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი გვაქვს თურქეთის ნაკრებთან. მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია ჩვენი გუნდის გარდა, ცხადია თურქებმაც გამართეს და ამ გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ჩვენზე პატივისცემით ისაუბრა:

„გერმანიაში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში დიდი პატივია. საქართველოს დამარცხება რთულია, თან ძალიან მოტივირებული იქნება. ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. მოთმინებით თამაშობენ და ელოდებიან თავიანთ შანსს. მთავარია ბურთი არ დავუთმოთ, რათა ხიფათი არ შეგვიქმნან.

გუნდში კარგი ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ შანსი გვაქვს. რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ და გამარჯვების გვჯეროდეს. ბოლო ორ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადავლახეთ, ამიტომ სტარტზე მოგება გვჭირდება.

იოლი მატჩი არ გველოდება, მშვიდად უნდა ვიყოთ და ორგანიზებულად ვითამაშოთ. არ უნდა გადავუხვიოთ გეგმას, რომელიც თამაშის წინ დავსახეთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვემზადებით სერიოზული მატჩისთვის.
აქ ოცნების ასახდენად ჩამოვედით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: მატჩისწინა ბოლო ვარჯიში

გახსოვდეთ, რომ ატარებთ თითოეული ქართველის ოცნებებსა და მისწრაფებებს… დიდი სიყვარულით გიორგი ქინქლაძე