საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
17 ივნისს, ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც თურქეთთან შეხვედრას გამოტოვებს, გუნდთან ერთად, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.
ვარჯიშის შემდეგ, მატჩისწინა პრესკონფერენციaze დორტმუნდის სტადიონზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ უპასუხეს.
დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია: ყველანი ამაყები ვართ
ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings