ცოტაც და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენი გუნდი პირველი მატჩის მასპინძელ სტადიონზე მივიდა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა გუნდის კაპირტანთან ერთად ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია: ყველანი ამაყები ვართ
ვილი სანიოლი:
„ფეხბურთელებისთვის აქ მოხვედრა ოცნების ასრულება იყო. ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც. თუმცა შეკრების დაწყების წინ ჩვენ მათ ვესაუბრეთ. ვუთხარით, რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ, ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია. ისინი მზად არიან.
ყველა ქომაგმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არ აქვს მნიშნელობა ვინ არის აქ, ან ვინ დარჩა საქართველოში. ვიცით, რომ ყველა ერთიანები ვართ, ზოგი ტრიბუნაზე, ზოგი სოციალურ მედიაში, ზოგი შინ, ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და გრძნობენ ფეხბურთელები. ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას.
ოთარ კიტეიშვილის და საბა კვირკველიას მდგომარეობას რაც შეეხება. კვირკველია სათამაშოდ მზადაა, ხოლო კიტეიშვილი – ჯერ არა. ბუნებრივია, ეს დანაკლისია, მაგრამ იმედი მაქვს, მომჯობინდება და მეორე მატჩისთვის მზად იქნება.
კვარაცხელია დღეს დილით თავს კარგად გრძნობდა, მისთვის მთავარი ხვალინდელი შეხვედრაა, ლოგიკურია, რომ მასზე ხმები ვრცელდება, მაგრამ თამაშზეა კონცენტრირებული“.
GIPHY App Key not set. Please check settings