კვირას ევროპის ჩემპიონატზე კიდევ სამი მატჩი გაიმართა და პირველად მოხდა, როდესაც ფავორიტმა ვერ მოიგო. დანია კი ამარცხებდა სლოვენიას, მაგრამ მერე რაღაც ვერ ითამაშა დ საჭირო ქულებიც გაანიავა.
ნიდერლანდებმა შესანიშნავი პირველი ტაიმი ითამაშა და უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა მასაც ფრისკენ მიყავდა მატჩი, რომ არა შეცვლაზე შესული აყლაყუდა ვეგჰორსტის საჭირო ადგილზე აღმოჩენა.
ბოლოს იყო ინგლისი. მოდი, ვაცადოით ამ გუნდს. მაინც პირველი თამაში იყო ძალიან ძლიერ მეტოქესთან, თორემ ეს ჯერ არ არის ის გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი უნდა მოიგოს.
C ჯგუფი
სერბეთი – ინგლისი 0:1
16 ივნისი. გელზენკირხენი. “არენა აუფშალკე”. 48 953 მაყურებელი
გოლი: 0:1 ბელინგემი (13. საკას პასით)
სერბეთი: რაიკოვიჩი, ველიკოვიჩი, მილენკოვიჩი, პავლოვიჩი, ჟივკოვიჩი (74. ბირმანჩევიჩი), ს. მილინკოვიჩ-სავიჩი, გუდელი (46. ილიჩი), ლუკიჩი (61. იოვიჩი), კოსტიჩი (43. მლადენოვიჩი), ვლაჰოვიჩი, მიტროვიჩი (61. ტადიჩი)
მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი
ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნზი, გუეი, ტრიპიერი, ალექსანდერ-არნოლდი (69. გალაჰერი), რაისი, საკა (76. ბოუენი), ბელინგემი (86. მაინუ), ფოდენი, კეინი
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
გაფრთხილება: გუდელი (39), ტადიჩი (75), სტოიკოვიჩი (83. მოედნის გარეთ / მწვ)
არბიტრი: დ. ორსატო (იტალია)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჯუდ ბელინგემი
ინგლისი გახდა პირველი ნაკრები ევროპის კაცთა ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო 5 მატჩში “მშრალად” შეინახა კარი.
ჯუდ ბელინგემი (“რეალი”) არის პირველი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში, ვინც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიტანა ლეგიონერის სტატუსით.
20 წლის და 353 დღის ჯუდ ბელინგემი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ევროპის ორ ჩემპიონატზე მოასწრო თამაში. მან ორ დღეში გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ (21 წლის და 109 დღის) შოტლანდიასთან მატჩში დაამყარა.
ჯუდ ბელინგემი პირველი ევროპელი ფეხბურთელია, ვინც სამ დიდ ტურნირზე ითამაშა, ვიდრე 21 წელი შეუსრულდებოდა.
II ტური
20 ივნისი
სლოვენია – სერბეთი 17:00 სთ
დანია – ინგლისი 20:00 სთ
სლოვენია – დანია 1:1
16 ივნისი. შტუტგარტი. “შტუტგარტ არენა”. 54 295 მაყურებელი
გოლები: 0:1 ერიქსენი (17. ვინდის პასით), 1:1 იანჟა (77)
სლოვენია: ობლაკი, კარნიჩნიკი, დრკუშიჩი, ბიჟოლი, იანჟა, სტოიანოვიჩი (67. ვერბიჩი), ჩერინი, ელშნიკი (75. სტანკოვიჩი), მლაკარი (76. სელარი), შპორარი (90+5. ბრეკალო), შეშკო (90+5. კურტიჩი)
მწვრთნელი: მატიაჟ კეკი
დანია: შმეიხელი, ა. კრისტენსენი, ანდერსენი, ვესტერგაარდი, ბა, ჰიულმანდი (89. დილეინი), ჰოიბერგი (84. ნორგაარდი), კრისტიანსენი (79. მელე), ერიქსენი, ვინდი (84. დოლბერგი), ჰოილუნდი (83. პოულსენი)
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
გაფრთხილება: ჰიულმანდი (50), სტოიანოვიჩი (54), სელარი (84)
არბიტრი: ს. შერერი (შვეიცარია)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: კრისტიან ერიქსენი
კრისტიან ერიქსენი გახდა დანიის ნაკრების მესამე ყველაზე ხანდაზმული (32 წლის და 123 დღის) ფეხბურთელი, რომელმაც დიდ ტურნირზე გაიტანა, ხოლო ყველაზე უხუცესი მათ შორის, ვინც ეს ევროპის ჩემპიონატებზე მოახერხა.
კრისტიან ერიქსენმა სლოვენიასთან მატჩში 5-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით და 7 შანსი შექმნა (ჯამში – 12), რაც ნახევარმცველისთვის რეკორდია ევროპის ჩემპიონატებზე 2012 წლის შემდეგ, როცა ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა გერმანელ მესუთ იოზილს.
D ჯგუფი
პოლონეთი – ნიდერლანდები 1:2
16 ივნისი. ჰამბურგი. “ფოლკს პარკ შტადიონი”. 57 274 მაყურებელი
გოლები: 1:0 ბუკსა (16. ჟელინსკის პასით), 1:1 გაკპო (29. აკეს პასით), 1:2 ვეგჰორსტი (83. აკეს პასით)
პოლონეთი: შჩესნი, ბედნარეკი, სალამონი (87. ბერეშინსკი), კივიორი, ფრანკოვსკი, ჟელინსკი (78. პიოტროვსკი), რომანჩუკი (55. შლისი), ჟალევსკი, ურბანსკი (55. შვიდერსკი), შიმანსკი (46. მოდერი), ბუკსა
მწვრთნელი: მიხალ პრობიერჟი
ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე (87. ვან დე ვენი), სხუტენი, რეინდერსი, ვეერმანი (62. ვეინალდუმი), სიმონსი (62. მალენი), დეპაი (81. ფრიმპონგი), გაკპო (81. ვეგჰორსტი)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გაფრთხილება: ვეერმანი (15)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: კოდი გაკპო
ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე მესამედ მოიგო ისეთი მატჩი, როცა ანგარიშის მეტოქეს ჰქონდა გახსნილი. წინა ორი იყო 1988 წელს გერმანიასთან, ხოლო 2000 წელს – საფრანგეთთან.
კოდი გაკპომ გაიტანა სულ მცირე ერთი გოლი მაინც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ჩატარებული 4 მატჩიდან თითოეულში. ამ საუკუნეში ეს მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ და ალვარო მორატამ მოახერხეს.
21 წლის და 303 დღის ბარტ ვერბრიუგენი არის მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ევროპის ჩემპიონატებზე და პირველი – ხოსე ანხელ ირიბარის (ესპანეთი, 1964) შემდეგ.
ვოუტ ვეგჰორსტი არის მეორე ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში ახერხებს გოლის გატანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ.
ნიდერლანდების ნაკრებმა ბოლო 3 გოლი კუთხურიდან გაუშვა – ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 83 მატჩში.
პოლონეთის ნაკრები პირველად დამარცხდა მიხალ პრობიერჟის მწვრთნელობის პერიოდში.
II ტური
21 ივნისი
პოლონეთი – ავსტრია 20:00 სთ
ნიდერლანდები – საფრანგეთი 23:00 სთ
GIPHY App Key not set. Please check settings