ევროპის ჩემპიონატზე ორი ჯგუფის მატჩები მოილია. სენსაცია არ მომხდარა და ყველგან ფავორიტებმა მოიგეს. თუმცა ხორვატიისგან ალბათ მაინც მეტს ველოდით.
A ჯგუფი
უნგრეთი – შვეიცარია 1:3
15 ივნისი. კიოლნი. “რაინ ენერგი შტადიონი”. 41 676 მაყურებელი
გოლები: 0:1 დუა (12. ებიშერის პასით), 0:2 ებიშერი (45. ფროილერის პასით), 1:2 ვარგა (66. სობოსლაის პასით), 1:3 ემბოლო (90+3)
უნგრეთი: გულაჩი, ლანგი (46. ბოლა), ორბანი, სალაი (79. დარდაი), ფიოლა, ა. ნადი- (67. კლაინჰაისლერი), შეფერი, კერკეზი (79. ადამი) – შალაი, სობოსლაი, ვარგა
მწვრთნელი: მარკო როსი
შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, ვიდმერი (68. სტერჯუ), ჯაკა, ფროილერი (86. სიერო), ნდოიე (86. რიდერი), ებიშერი, ვარგასი (74. ემბოლო), დუა- (68. ამდუნი)
მწვრთნელი: მურატ იაკინი
გაფრთხილება: ვიდმერი (5), ფროილერი (59), სალაი (69), ფიოლა (88), იაკინი (88. მოედნის გარეთ)
23 წლის, 7 თვისა და 21 დღის დომინიკ სობოსლაი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც გუნდს კაპიტნობდა.
კვადვო დუა ისტორიაში მესამე შვეიცარიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა.
მიშელ ებიშერი პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.
დუამ და ებიშერმა პირველი სანაკრებო გოლები გაიტანეს.
II ტური
19 ივნისი
გერმანია – უნგრეთი 20:00 სთ
შოტლანდია – შვეიცარია 23:00 სთ
B ჯგუფი
იტალია – ალბანეთი 2:1
15 ივნისი. დორტმუნდი. “BVB არენა”. 60 512 მაყურებელი
გოლები: 0:1 ბაირამი (1), 1:1 ბასტონი (11. პელეგრინის პასით), 2:1 ბარელა (16)
იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დიმარკო (83. დარმიანი), ჟორჟინიო, ბარელა (90+2. ფოლორუნშო), ფრატეზი, კიეზა (77. კამბიაზო), პელეგრინი (77. კრისტანტე), სკამაკა (83. რეტეგი)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
ალბანეთი: სტრაკოშა, ჰისაი, ჯიმშიტი, აიეტი, მიტაი, ასლანი, რამადანი, ბაირამი (87. მუჩი), ასანი (68. ჰოჯა), სეფერი (68. ლაჩი), ბროია (76. მანაი)
მწვრთნელი: ჟუნიორ სილვინიო
გაფრთხილება: პელეგრინი (22), კალაფიორი (51), ბროია (52), ჰოჯა (74)
ნედიმ ბაირამის მიერ იტალიის ნაკრების კარში 23-ე წამზე გატანილი გოლი ყველაზე სწრაფია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა იტალიის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე ზედიზედ მოიგო 4 სასტარტო მატჩი.
მხოლოდ მეორედ მოხდა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, რომ დიდ ტურნირების ერთ მატჩში “ინტერის” ორმა მოთამაშემ (ალესანდრო ბასტონი, ნიკოლო ბარელა) გაიტანა გოლი. პირველად ეს იყოს მექსიკის 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე (ბონინსენია და ბურგნიჩი).
იტალიის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი ნიკოლო ბარელას აქვს გატანილი – 10.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ლუჩანო სპალეტი ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელია. ალბანეთთან მატჩისას ის 65 წლისა და 100 დღის იყო, სამი დღით უფროსი, ვიდრე ჯოვანი ტრაპატონი 2004 წელს.
ესპანეთი – ხორვატია 3:0
15 ივნისი. ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”. 74 667 მაყურებელი
გოლები: 1:0 მორატა (27. ფაბიან რუისის პასით), 2:0 ფაბიან რუისი (32. პედრის პასით), 3:0 კარვახალი (45+2. იამალის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: პეტკოვიჩი (80 / მეკარე)
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ნაჩო ფერნანდესი, კუკურელია, პედრი (59. ოლმო8), როდრი (86. სუბიმენდი), ფაბიან რუისი, იამალი (86. ფერან ტორესი), ნ. უილიამსი (68. მერინო), მორატა (67. ოიარსაბალი)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
ხორვატია: ლივაკოვიჩი, სტანიშიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, გვარდიოლი, მოდრიჩი (65. პაშალიჩი), ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (65. სუჩიჩი), მაიერი, კრამარიჩი (72. პეტკოვიჩი), ბუდიმირი (56. პერიშიჩი)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
გაფრთხილება: როდრი (78)
პირველი 3 მატჩიდან ორში ერთ-ერთმა გუნდმა პირველ ტაიმში 3-ბურთიან უპირატესობას მიაღწია, რაც ამ ტურნირის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობის ნაკლები პროცენტი (47) ჰქონდა, რაც ევრო 2008-ის (ფინალი გერმანიასთან, 46%) შემდეგ პირველი შემთხვევაა.
ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, ვინც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ერთსა და იმავე მეტოქეს (ხორვატია) ჯამში 10 გოლი გაუტანა.
ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლის და 338 დღის) გახდა, ვისაც ამ ტურნირზე უთამაშია.
დანი კარვახალი (32 წლის და 156 დღის) გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვინც ესპანეთის ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიტანა.
ფაბიან რუისი ესპანეთის ნაკრების მე-8 ფეხბურთელია, ვინც 21-ე საუკუნეში, ევროპის ჩემპიონატის ერთ მატჩში, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მეშვიდე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ალან შირერსა და ანტუან გრიზმანთან ერთად ბომბარდირთა შორის მესამე ადგილს იყოფს. მათ წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდო (14) და მიშელ პლატინი (9) არიან.
ლუკა მოდრიჩი გახდა პირველი მოთამაშე ხორვატიის ნაკრებში, რომელსაც ევროპის ხუთ ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.
II ტური
19 ივნისი
ხორვატია – ალბანეთი 17:00 სთ
20 ივნისი
ესპანეთი – იტალია 23:00 სთ
GIPHY App Key not set. Please check settings