პირველი დღე „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე და უკვე დაიწერა ქართველი გულშემატკივრისათვის არასასიამოვნო ინფორმაცია.
ჯენარო გატუზო „ვალენსიაში“ კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და ჯერ კიდევ „ნაპოლის“ საკუთრებაში მყოფი 33 წლის მეკარის, დავიდ ოსპინას მიყვანას გეგმავს. მეკარე, რომელმაც გასულ სეზონში ნეაპოლელთა მაისური 33 ჯერ მოირგო, ძნელად დასაჯერებელია, რომ რეზერვისტობას დათანხმდეს, შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილისთვის ძირითადში მოხვედრა იოლი არ იქნება.
ჯერ ეს ყველაფერი მოარული ხმებია, თუმცა კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდებაო და ვნახოთ რა და როგორ იქნება. კოლუმბიელს „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება.
GIPHY App Key not set. Please check settings