in

დღეს დახურული ვარჯიშია, ხვალ სტადიონზე: კიტე ცალკე ვარჯიშობს – ფოტო

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება.

15 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილის, რომელიც მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.

16 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 17 ივნისს ჩვენი გუნდი დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროს 5 ბომბარდირი: სუპერკომპიუტერის შეფასება

შეგვიძლია თურქეთთან წარმატებით თამაში: რაც მეტი გულშემატკივარი იქნება, უფრო ადვილი იქნება