იტალიის სერია A მილანური ოლიმპიას გამარჯვებით დასრულდა. თორნიკე შენგელიას ვირტუსი ფინალურ სერიაში 1:3 დამარცხდა და იტალიურ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. სერიის ბოლო მატჩი, რომელიც მილანში გაიმართა ოლიმპიას გამარჯვებით – 85:73 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 17 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ვირტუსის მხრიდან საუკეთესო შედეგი ისაია კორდინიეს ჰქონდა. ფრანგმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. მილანელთაგან საუკეთესო იყო ნიკოლა მიროტიჩი, ორმელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა და 12 მოხსნა.
ოლიმპია მილანო იტალიის ჩემპიონი 30-ედ გახდა. მილანელებს ვირტუსზე 14-ით მეტი ტიტული აქვთ მოგებული. შეგახსენებთ, რომ ვირტუსმა ფინალური სერიის ერთადერთი მატჩი სწორედ თოკოს ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მოიგო. ქართველმა კალათბურთელმა მოგებული შეხვედრა 21 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings