დღეს ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატი იწყება. გახსნის მატჩის და ტურნირის დაწყებამდე გავიხსენოთ ევროპის ჩემპიონატების რეკორდები, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ.
ყველაზე მეტი მონაწილეობა – გფრ/გერმანია – 13
ყველაზე მეტი მატჩი და გოლი – გფრ/გერმანია – 53 და 78
ყველაზე მეტი წაგება – დანია – 17
ყველაზე მეტი ტიტული – გფრ/გერმანია და ესპანეთი – 3
ყველაზე მეტი ფინალი – გფრ/გერმანია – 6
ყველაზე მეტი მონაწილეობა – კრიშტიანო რონალდო – 5
ყველაზე მეტი მატჩი და გოლი – კრიშტიანო რონალდო – 25 და 14
ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი – მიშელ პლატინი – 2
ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე – კაცპერ კოზლოვსკი (პოლონეთი) – 17 წლის და 246 დღის
ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი – იოჰან ფონლანტენი (შვეიცარია) – 18 წლის და 141 დღის
ყველაზე ასაკოვანი მონაწილე – გაბორ კირაი (უნგრეთი) – 40 წლის და 86 დღის
ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი – ივიცა ვასტიჩი (ავსტრია) – 38 წლის და 257 დღის
ყველაზე სწრაფი გოლი – დმიტრი კირიჩენკო (რუსეთი) – 67-ე წამი
ყველაზე გვიანი გოლი – სემიჰ შენთურქი (თურქეთი) – 120+2-ე წუთი
ყველაზე დიდი გამარჯვება – 6:1 – ნიდერლანდები-იუგოსლავია (ევრო 2000)
ყველაზე შედეგიანი მატჩი – 4:5 – საფრანგეთი-პორტუგალია (ევრო 1960)
წაუგებელი სერია – 14 – ესპანეთი
საგოლე სერია – 11 – ინგლისი
მშრალი სერია – იკერ კასილიასი – 519 წუთი
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი – სრეჩკო კატანეცი (სლოვენია) – 36 წლის
ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი – ჯოვანი ტრაპატონი – 73 წლის
ყველაზე ხშირი ურთიერთშეხვედრები – 7 – იტალია-ესპანეთი
ყველაზე მეტი პენალტების სერია – 7 – იტალია (4 მოგებული)
სარეკორდო დასწრება – 79 115 – ესპანეთი-სსრკ (ევრო 1964-ის ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე)
მხოლოდ – 1 – ბერტი გოგთსმა მოიგო ევრო როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა
ყველაზე უხვგოლიანი ტურნირი – 142 გოლი – ევრო 2000
GIPHY App Key not set. Please check settings