in

18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ნახავთ: ხვიჩას ინტერვიუ უეფას

დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველო ტურნირში სამშაბათიდან ჩაერთვება. ჩვენი გუნდი გერმანიაში მთელი გულით ემზადება და მოუთმენლად ელოდება პირველ სადებიუტო ისტორიულ შეხვედრას. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება.

ხვიჩა კვარაცხელია:

„ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში თითოეული ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება იყო და როდესაც ამას მივაღწიეთ, ყველაზე ბედნიერი დღე იყო. თუმცა აქ მხოლოდ საყურებლად არ ჩამოვსულვართ, გვინდა ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დავწეროთ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი ძალიან კონცენტრირებულია და ტურნირისთვის მზადაა. საქართველოში ყველა ელოდება ჩვენს მატჩებს. ვფიქრობ, 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ.

სამზადისი ინტენსივობით მიმდინარეობს, ოცნებამდე –
ევროზე პირველ მატჩამდე, სულ ცოტა დრო დარჩა და ემოციებით გადატვირთულები ვართ. ვცდილობთ, პირველი თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გუნდის, ჩვენი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება და მიზანს მივაღწევთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადავიდა თუ არა ბუდუ ბუნდესლიგის გუნდში: დაწერეს, წაშალეს…

ევროს ფავორიტი საფრანგეთიაო, საქართველო ბოლო აღარ არის: ვის ვუსწრებთ