tag24-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში აღზევებული “ზანკტ პაულის” განაცხადში გამოჩნდა, მაგრამ ჰამბურგულმა კლუბმა თავის საიტზე ინფორმაცია მალევე წაშალა და ტექნიკური შეცდომა უწოდა:
“ზანკტ პაულიმ” ახალი თავდამსხმელი გაიფორმა თუ არა? უცნაური რამ მოხდა. “კარლსრუეს” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ცოტა ხნით გუნდის შემადგენლობაში დაფიქსირდა, თუმცა მოულოდნელად მისი გვარი გაქრა. 30 წლის ქართველი ჰამბურგულ გუნდში გადადის? ოთხშაბათს Badische Nachrichten-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზივზივაძით “ზანკტ პაული” დაინტერესდა”.
“კარლსრუე” გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა, ბუდუმ კი 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings