in

საქართველოს ოლიმპიადამდე სამი ამხანაგური აქვს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იტალიაში განაგრძობს. შეგახსენებთ, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი).

6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ოლიმპიადის საგზურს ფინალში გამარჯვებული მიიღებს.

ჯგუფში საქართველო 2 ივლისს მასპინძელ ლატვიას შეხვდება, ხოლო 4-ში – ფილიპინებს.

საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ავტობუსით 2 საათის გზაზე მდებარე ქალაქ ტრენტოში გაემგზავრება, სადაც 23 ივნისს, ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის სამზადისში მყოფ იტალიის ნაკრებთან საკონტროლო მატჩს გამართავს.

მატჩის მეორე საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება, სადაც დასკვნით შეკრებას გამართავს. ჩვენი გუნდი იურმალაში დაბანაკდება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან და 28 ივნისს – ეგვიპტესთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაცნობიერებული გვაქვს რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია: ნაკრები ფელბერტში მზადებას განაგრძობს – ფოტო

ვიცი რას ნიშნავს მე-12 მოთამაშე გუნდისთვის: მამადუ სახო ტორპედოს ფეხბურთელია – აქ იდეის გამო ვარ