ევროპის ჩემპიონატი ხვალ იწყება და მთელი თვე დიდი ფეხბურთი არ მოგვაკლდება. 24 გუნდს უეფამ საშუალება მისცა 26 ფეხბურთელი წაეყვანა ტურნირზე.
საინტერესოა, რომ ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს „სიტის“ 14 ფეხბურთელი – ეს ტურნირის რეკორდია. „რეალმა’ და პსჟ-მ 13-13 ფეხბურთელი მიავლინეს, „ბაიერნს“ და „არსენალს“ – 12-12 წარმომადგენელი ჰყავთ. როგორც ხედავთ, „ბარსელონა“ ხუთეულშიც არ არის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ერთხელაც თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი გუნდი თითქმის სულ სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელებისგან არის დაკომპლექტებული. მხოლოდ ბერძნულ „პანეთოლიკოსს“ და კვიპროსის „აპოელს“ ჰყავს 2-2 მოთამაშე – შესაბამისად, ტაბიძე და შენგელია და დვალი და ქვილითაია. ყველა სხვა ფეხბურთელი სხვადასხვა კლუბიდანაა.
მეტიც, ძალიან მრავალფეროვანია ქვეყნებიც: გვყავს ორი „ესპანელი“ (მამარდაშვილი და ქოჩორაშვილი), ორი „იტალიელი“ (ლოჩოშვილი და კვარაცხელია), ორი „პოლონელი“ (კაკაბაძე, კვეკვესკირი), ორი „ავსტრიელი“ (კიტეიშვილი, ალთუნაშვილი), ორი „ფრანგი“ (მიქაუტაძე, დავითაშვილი). ორი მოთამაშეა საქართველოს ჩემპიონატიდან (ლორია და წიტაიშვილი), სხვები კი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოკლედ, სამამდე ვერც კლუბებიდან ავედით და ვერც ქვეყნებიდან.
GIPHY App Key not set. Please check settings