in

შენ იქნები ყველაზე მნიშვნელოვანი: კონტემ ხვიჩას დაურეკა და პარიზში არ წახვიდეო უთხრა

“ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და “პარტენოპეის” ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა და კონტემ ქართველი დაარწმუნა, რომ მის გუნდში უდიდესი როლი ექნება.

“კონტემ კვარაცხელიას დაურეკა და იგივე გაუმეორა, რაც ჯოვანი მანას (“ნაპოლის” სპორტული დირექტორი) და აურელიო დე ლაურენტისს. ანტონიომ ქართველს უთხრა, რომ მისი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. “კვარა” კონტეს სიტყვებმა დაარწმუნა, რომ პსჟ-ის ვარიანტზე უარი საბოლოოდ
ეთქვა. ამჟამად ხვიჩა საკუთარ მომავალს მხოლოდ “ნაპოლის” უკავშირებს, მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. ახლა კი მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის დეტალების თაობაზე კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის გაიმართება”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ქართველი ხელფასის სახით ყოველწლიურად 1.6 მილიონ დოლარს იღებს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისის დინამოში ავსტრიელი მწვრთნელი მოდის, რომელიც ქართველებთან მუშაობდა

საით გაფრინდება მამარდა: კაჭკაჭებმა თან კიო, თან სხვაო…