პირდაპირ დავიწყოთ – ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 331 მილიონ ევროს შეადგენს. ცოტა არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ევრო 2020-ზე ის 371 მილიონს შეადგენდა. ანუ წელს 40 მილიონით ნაკლებია. უეფას ამის მიზეზს არ ხსნის.
როგორ გაანაწილებენ ფულს? ევრო 2024-ზე მონაწილეობისთვის თითო გუნდი მიიღებს 9.25 მილიონ ევროს. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება გუნდს ერთ მილიონს მოუტანს, ფრე – 500 ათასს.
1/8 ფინალში გასვლა 1.5 მილიონი ღირს, ¼ ფინალში – 2.5 მლნ, ½ ფინალში – 4 მლნ.
ფინალში თამაში ორივე გუნდს 5 მილიონს მოუტანს.
გადამწყვეტ მატჩში გამარჯვება კიდევ 3 მილიონია. ასე რომ, ჯამში ჩემპიონი მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს იშოვის. ოღონდ იმ პირობით თუ ჯგუფში სამივე თამაშს მოიგებს. შედარებისთვის იტალიამ წინა ჩემპიონატზე 34 მილიონს მოუყარა თავი.
ყველა საპრიზო ფული ფედერაციის ანგარიშზე ირიცხება, რომლებიც ფულს საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯავს. უეფა ამ პროცესში არ ერევა. ქაღალდზე მაინც.
საპრიზო თანხები ეკუთვნით იმ კლუბებსაც, რომლებიც თავიანთ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე აგზავნიან. თუმცა კონკრეტული ციფრები არ არის. ეს დამოკიდებულია ფეხბურთელების რაოდენობაზე თითო კლუბიდან, ჩატარებულ მატჩებზე, რომელ ეტაპამდე მივლენ. მაგალითისთვის, წინა ჩემპიონატზე „ჩელსიმ“ 5.1 მლნ ევრო მიიღო – ლონდონელებმა მაშინ 15 ფეხბურთელი მიავლინეს ევროზე.
GIPHY App Key not set. Please check settings