ინგლისის ნაკრებმა და მსოფლიო ნაკრებმა ყოველწლიური აქციის Soccer Aid-ის ფარგლებში მატჩი ფეხბურთი ითამაშეს.
საქველმოქმედო თამაში ლონდონში „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 6:3.
ინგლისის შემადგენლობაში სხვებთან ერთად თამაშობდნენ – ჯო კოული, ჯეკ უოლშირი, ტეო უოლკოტი, გარი კეჰილი, ბლოგერი Miniminter. მწვრთნელები იყვნენ ფრენკ ლემპარდი, ჰარი რედნაპი, დევიდ სიმენი, მომღერალი რობი უილიამსი და მსახიობი ვიკი მაკლიური.
მსოფლიო ნაკრებში იყვნენ პეტრ ჩეხი, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო კარლოსი, ედენ აზარი, მძლეოსანი უსეინ ბოლტი, მოკრივე ტომი ფიური და სხვები. სამწვრთნელო შტაბში შევიდნენ მაურისიო პოჩეტინო და რობი კინი.
აღსანიშნავია ედენ აზარის ლამაზი გოლი ჯარიმიდან და ის, რომ ბოლტმა ტრავმა მიიღო და საკაცით გაიყვანეს.
აქციის ფარგლებში 15 მილიონ ფუნტზე მეტი შეგროვდა. ამ ფულს მთელ მსოფლიოში ბავშვების დასახმარებლად გააგზავნიან.
GIPHY App Key not set. Please check settings