ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიის ნაკრებმა შინ ხორვატიას უმასპინძლა და წააგო – 1:2.
სტუმრებმა ულაპარაკოდ მოიგეს. მარტო პირველ ტაიმში მინიმუმ 2-3 გოლი უნდა გაეტანათ, მასპინძლები კი შეტევაში ნაკლებად ქმნიდნენ მომენტებს.
მეორე ნახევარში პორტუგალიამ გამოასწორა თამაში და ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მერე ისევ გაუშვა და და კიდევ უნდა გაეშვა 1-2 გოლი, მაგრამ მეკარეც იშტაზე იყო და იღბალიც.
პორტუგლიამ რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით სულ რაღაც მეორე მატჩი წააგო (ბოლო სამი მატჩიდან ორი მარცხი). საინტერესოა ისიც, რომ ბოლო ოთხ ამხანაგურ მატჩში გუნდმა მინიმუმ ორი გოლი გაუშვა.
არ უთამაშია შვებულებიდან დაბრუნებულ კრიშტიანო რონალდოს, რომელიც განაცხადში მოხვდა და თამაშს სათადარიგოთა სკამიდან უყურა.
პორტუგალია – ხორვატია 1:2
გოლები: 0:1 მოდრიჩი (8-პენ), 1:1 დიოგო ჟოტა (48), 1:2 ბუდიმირი (56)
პორტუგალია: დიოგო კოშტა, დალოტი (46. სემედუ), რუბენ დიაში, ინასიუ, მენდეში (46. ჟოაო კანსელო), ბრუნო ფერნანდეში (70. ნეტო), პალინია, ვიტინია (84. მატეუს ნუნიეში), ბერნარდო სილვა, ჟოაო ფელიქსი (46. ლეაო), რამოში (46. დიოგო ჟოტა).
GIPHY App Key not set. Please check settings