ეკვადორის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნა ემუქრება.
ჩილეს ნაკრებმა მოითხოვა ეკვადორის საგზური მას მისცენ. ჩილელები ამტკიცებენ, რომ ეკვადორის მცველი ვაირონ კასტილიო კოლუმბიელია, რის გამოც არ ჰქონია ეკვადორში თამაშის უფლება.
ჩილეს ინტერესების დამცველმა იურისტმა ედუარდო კარლეზომ განაცხადა, რომ მისმა ძიებამ აჩვენა, რომ კასტილიოს დაბადების მოწმობა საეჭვოა.
იურისტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი არ დაბადებულა ეკვადორში 1998 წლის 10 ნოემბერს, როგორც ეს არის მითითებული დაბადების მოწმობაში და აღნიშნა, რომ დოკუმენტში არ არის საჭირო თითის ანაბეჭდები. იურისტმა ეკვადორი და ადგილობრივი ფედერაცია დოკუმენტების გაყალბებაში დაადანაშაულა.
„კასტილიოს მშობლები ტუმაკოში (კოლუმბიის ქალაქი) დაქორწინდნენ, ბაირონიც დაიბადა ტუმაკოში, ის მონათლეს ტუმაკოში. არსი იმაშია, რომ მკაფიოდ და გამჭირვალედ წარვადგინოთ ყველა არგუმენტი, რაც გვაქვს. სიმართლის მთქმელს არაფრის არ უნდა ეშინოდეს“, – ბრძანა იურისტმა.
თუ ფიფა ამ საქმეში ჩილეს მხარეს დაიჭერს, ეკვადორს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება შესარჩევის 8 მატჩში, რომელშიც კასტილიოც თამაშობდა. ასეთ შემთხვევაში სწორედ ჩილე მოხვდება ყატარში ეკვადორის ნაცვლად.
GIPHY App Key not set. Please check settings