in

ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება არის ერთიანობა

საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შეკრებას ასრულებს. გუნდი მინტენეგროში მიემგზავრება ამხანაგური მატჩის სათამაშოდ, საიდანაც უკვე გერმანიაში გადავა და ადგილზე მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის.

ავსტრიული შეკრება სრულდება: საქართველოს ბაზაზე სტუმრები ჰყავდა – ნაკრები დღეს მონტენეგროში მიდის

ავსტრიული შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა შეაჯამა.

ალექსანდრე იაშვილი:

“ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტურნირისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ფეხბურთელებმა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს საკლუბო დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვნია.

ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება არის ერთიანობა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ერთიანობა ჩანს ყოველდღიურ მომზადებაში. ამას ვგრძნობთ. ჩანს როგორც კარგ, ისე რთული პერიოდებში. ბიჭები სულ ერთად არიან და მათი სურვილია, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ წარმატება და სიხარული. თუმცა, მთავარი მიზნები ახლა იწყება. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ავსტრიული შეკრება.

ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროში ამხანაგური თამაში. ბოლო შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი თავი. ამის შემდეგ, მთელი კონცენტრაცია გადავა ევროპის ჩემპიონატზე და თურქეთთან მატჩისთვის სამზადისზე”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავსტრიული შეკრება სრულდება: საქართველოს ბაზაზე სტუმრები ჰყავდა – ნაკრები დღეს მონტენეგროში მიდის

იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით მოხვედრას